ტრანსპორტირება


საჰაერო გამშვები პუნქტები:

ცენტრალური ევროპიდან ფრენას 3-4 საათი ესაჭიროება. პირდაპირი ფრენები თბილისში ხორციელდება შემდეგი ქალაქებიდან: აქტაუ, ალმა-ატა, ამსტერდამი, ათენი, ბაქო, დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, დუბაი, ფრანკფურტი, სტამბოლი, ხარკოვი, კიევი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, პარიზი, პრაღა, რიგა, თელ-ავივი, ვენა და ერევანი. ყოველდღიური ფრენები ხორციელდება კიევიდან, მიუნხენიდან, სტამბოლიდან და ბაქოდან. სხვა ქალაქებიდან კი ფრენები სრულდება ორ, სამ ან ოთხჯერ კვირაში.

•  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

•  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

•  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

სახმელეთო გამშვები პუნქტები:

საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით მოხვედრა შესაძლებელია როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან. ისტორიულად ცნობილი აბრეშუმის გზა სწორედ საქართველოზე გადის. ქვეყანას ავტომაგისტრალები აკავშირებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან.

•  თურქეთი: საბაჟო-გამშვები პუნქტი:"სარფი" "ვალე"

•  აზერბაიჯანი: საბაჟო-გამშვები პუნქტი:"ვახტანგისი" "წითელი ხიდი" "გარდაბანი"

•  სასომხეთი: საბაჟო-გამშვები პუნქტი:"ნინოწმინდა" "გუგუთი" "სადახლო" "ახკეპტი"
•  რუსეთი; საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი - ზემო ლარსი "

საზღვაო გამშვები პუნქტები:

საქართველოში მოხვედრის ერთ-ერთ საშუალებას საზღვაო ტრანსპორტი წარმოადგენს. საქართველოში ორი პორტია: ბათუმი და ფოთი. ბათუმის პორტი: უნივერსალური ტიპისაა, რაც ნიშნავს რომ იგი იღებს და აგზავნის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საზღვაო ტრანსპორტს. ბათუმი-ილიჩევსკის მიმართულებით გადაადგილების მსურველებს სწრაფი ბორნები ემსახურებათ. ბათუმში ხშირად ჩერდება სხვადასხვა საკრუიზო გემები. მგზავრებს საშუალება ეძლევათ რამდენიმე დღის განმავლობაში დაათვალიერონ არა მარტო ბათუმი, არამედ ქუთაისი და საქართველოს სხვა ზღვისპირა რეგიონები.

 

•  ბათუმის

•  ფოთის

Live Chat