≡
  • ქართული
  • English
  • Русский
Menu
  • მთავარი
  • ტურისტებისთვის
  • ტურები
  • სასტუმროები
  • ტრანსპორტი
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ტურისტებისთვის
  • ტურები
  • სასტუმროები
  • ტრანსპორტი
  • გალერეა
  • კონტაქტი

შიდა ქართლი


тур в гостеприимной Грузии

შიდა ქართლი

შიდა ქართლი,  მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს გულისგულია ისტორიულადაც და ტერიტორიულადაც. ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი. შიდა ქართლის ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურაა 10-12 გრადუსი, იანვარი 3 გრადუსი, ივლისი 20-22 გრადუსი. ნალექების საერთო რაოდენობა 500-700 მმ-ს შეადგენს. მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება +12 – +13 ც-დან (დაბალ ადგილებში) +9 – +10 ც-მდე (რეგიონის ამაღლებულ კიდეებზე), ხოლო უფრო მაღლა (ჯავის რ-ნი) +4 ც-მდე. მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი.

ტაძრების და სანახავი ობიქტების სია:
• უფლისციხე
• ქვათახევი
• ატენის სიონი
• ყინწვისი
• სამთავისი
• იკორთა

გორი
კლდოვან გორაკზე აგებულ ციხე-ქალაქს სახელად გორი უწოდეს. აქ ძველი წელთაღრიცხვის მიწურულს უკვე მდგარა ძლიერი ციხე, რომლის გარშემო მოსახლეობა იყო შემოკრებილი. მატიანეში კი გორი VII საუკუნიდან იხსენიება. XI საუკუნის საერთო სახელმწიფოებრივი აღმავლობის დროს გორიც გამოცოცხლდა, გზები შეკეთდა, ვაჭრობა და მიმოსვლა აღდგა, საქალაქო ცხოვრებამ ჩქეფა იწყო. ალბათ ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ გორის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერენ. გორის ციხის მპყრობელი მთელ შიდა ქართლზე ბატონობდა. ამიტომაც ციხე მრავალგზის დაილაშქრა და რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. სხვადასხვა დროს იგი ეჭირათ ოსებს (მონღოლთა დახმარებით), ირანელებს, ოსმალებს.
დღეს გორი, როგორც ძველ საუკუნეებში, მნიშვნელოვან სტრატეგიულ თუ ეკონომიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს და აქტიურ სამრეწველო თუ კულტურულ ცხოვრებას ეწევა.

უფლისციხე
კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მსოფლიო კლდის არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც ძვ.წ. I ათასლწლეულში გამოკვეთეს. შემორჩენილთა შორის საყურადღებოა ე.წ. “გრძელი ნაგებობა”, “დასავლეთი ეკლესია”, “დიდეზოიანი” და “ერდოიანი სახლები”, “ერთსვეტიანი” და “კესონებიანი დარბაზები”, “კოხტა სახლი”, “მაღალტახტიანი ოთახის” კომპლექსი, “მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა”, “მიუვალი ნაგებობა”, “სადა ოთახი”, “ორსვეტიანი” და “ოთხსვეტიანი” დარბაზების კომპლექსი, “უფლისწულის ეკლესია”, “ქარაფისპირა სახლი”, “ქუჩისპირა ბაქანი”, “შეწყვილებულ კოჭებიანი დარბაზი”, “წითელი ოთახის” კომპლექსი, ეკლესია და ა.შ. IX-XI საუკუნეებში უფლისციხე სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ციხე და საერისთავო რეზიდენციაა.

ატენის სიონი
ატენის სიონის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესია ძველი ბაზილიკის ადგილზე VII საუკუნის პირველ ნახევარში ააგეს მდინარე ტანას პირას კლდეზე, მცხეთის ჯვრის ტაძრის მსგავსებად. გარედან კედლებს VII-X სს-ის მრავალი რელიეფი ამკობს, შიგნიდან კი _ XI ს-ის მეორე ნახევრის მხატვრობა, შუა საუკუნეების ქართული კედლის ფერწერის ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ტაძარში შემორჩენილი VIII-XI საუკუნეების წარწერები მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს გვაწვდიან.

ყინწვისის მონასტერი
მონასტერი ქარელის რაიონში, მდ. ძამას ხეობაში, სოფელ ყინწვისიდან ათიოდე კილომეტრიც მოშორებით მდებარეობს. აქ ორი ეკლესია და კარიბჭეა შემორჩენილი. უფრო ძველი, X-XI სს-ის ღმრთისმშობლის ცალნავიანი ეკლესიისგან საკურთხეველიღა შემორჩა, მასში XIII ს-ის მეორე ნახევრის ღირსშესანიშნავი მხატვრობით. უფრო მნიშვნელოვანია მთავარი, XIII ს-ის დასაწყისში, ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესის, ანტონი გლონისთავისძის აშენებული წმ. ნიკოლოზის სახელობის გუმბათიანი ეკლესია. აგურით ნაგები ტაძარი მოხატულობით არის განთქმული. განსაკუთრებითაა ცნობილი ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული აღდგომის მახარებელი ანგელოზი და სამეფო პორტრეტი (გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი IV ლაშა) მის ჩამოსწვრივ. Yყინწვისის მხატვრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული მონუმენტური ფერწერის განვითარების ისტორიაში. ტაძარს XIII-XIV სს-ის მინაშენები და ცალკე მდგომი სამლოცველოც ახლავს, ეკლესიის შიგნით XV ს-ის მოხატული კანკელი დგას, ნართექსში კი XVI-XVII სს-ის მხატვრობაცაა შემორჩენილი. ახლა აქ მამათა მონასტერია.

იკორთა
ცხინვალის რ-ში, სოფელ იკორთის განაპირას 1172 წელს აგებული წმ. მთავარანგელოზთა სახელობის გუმბათიანი ეკლესია დგას. იგი იმგვარ ტაძართაგანია, რომელთაც XI ს-დან XVIII ს-ის ჩათვლით აგებდნენ ხოლმე საქართველოში. XIV ს-სა, 1672 წ-ს და XIX-XX სს-შიც აღდგენილ-შეკეთებული, ის მაინც ინარჩუნებს თავდაპირველ იერს, მაღალი მხატვრული ღირსების ქვაზე კვეთილ მორთულობას. ეკლესიის შიგნით ნაწილობრივ შემოინახა XII ს-ის მხატვრობაც. ტაძარში დაკრძალულნი არიან XVII ს-ის წმ. მოწამენი – შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი.
ტაძარი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და მისი მონახულება შეუძლებელია.

სამთავისი
შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის უთვალსაჩინოესი და საეტაპო ნაწარმოები, სამთავისის ამაღლების ტაძარი კასპის რ-ში, მდ. ლეხურას ნაპირზე მდებარეობს. ეს გუმბათიანი ეკლესია 1030 წ-ს ეპისკოპოს ილარიონ სამთავნელს აუგია და მასში აქ VI ს-ში მოღვაწე ერთ-ერთი წმ. ასურელ მამათაგანის, წმ. ისიდორე სამთავნელის საფლავიც მოაქცია. არქიტექტურული ღირსებებით, ქვაზეკვეთილობის სინატიფით გამორჩეული ტაძარი ნაწილობრივ XV და XIX სს-შია აღდგენილი, მის საკურთხეველში კი XVII ს-ის, მელიტონ სამთავნელის შესრულებული მხატვრობაა. კომპლექსში შედის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ადრე შუასაუკუნეების ბაზილიკის ნაშთები. მოგვიანო დარბაზული ეკლესია, XVIII ს-ის სამრეკლო და ეპისკოპოსის პალატი. აქაური სიწმინდე – წმ. ისიდორეს საფლავია (ხსენების დღე – 20 მაისი)

ქვათახევი
ქვათახევის ღმრთისმშობილის მიძინების მონასტერი კასპის რ-ში, მდ. კავთურას ხეობაშია განლაგებული. XII-XIII სს-ის გუმბათიანი ტაძარი იმათთაგანია, რომლებიც მომდევნო საუკუნეების ხუროთმოძღვართათვის სამაგალითოდ შეიქმნა. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. მთავარი ტაძრის გარდა, ქვათახევის კომპლექსი მოიცავს გვიანი შუა საუკუნეების და XIX ს-ის სატრაპეზოს, სამრეკლოს, გალავანს და საცხოვრებელ სენაკებს. ქვათახევი ქართლის ერთ-ერთ მთავარ სალოცავად ითვლებოდა. XV ს-ში აქ მოწამებრივად მრავალი ეკლესიის მსახური აღესრულა (ხსენების დღე – 23 აპრილი)..

ტეგები: ატენის სიონი, გორი, იკორთა, სამთავისი, უფლისციხე, ქვათახევი, ყინწვისი

Recent Posts


  • გომის მთა ორ დღიანი ჯიპტური
  • დაშბაშის კანიონი
  • საქართველოს ზოგადი აღწერა
  • მოგზაურთა კლუბი ,, კემპერი“
  • სატრანსპორტო მომსახურება
  • შიდა ქართლი
  • მცხეთა
  • თბილისი
  • მოლაშქრეთა კლუბი ადრენალინი
  • ტური სომხეთში (ისტორიული ლორე-ტაშირი)

Pages


  • Aldo
  • app-ტურები
  • BERSHKA
  • ავტობუსი
  • აჭარა
  • გალერეა
  • გიორგობის ტური ჰერეთში
  • გურია
  • ეკონომ კლასი
  • ველოსიპედი
  • ვიდეო გალერეა
  • იმერეთი
  • ისტორია
  • კვება (რესტორანი)
  • კონტაქტი
  • მინი ბასი
  • მინივენი
  • მომლოცველთა ტურები
  • მსოფლიო დრო
  • ორ დღიანი
  • პარტნიორები
  • რაჭა
  • სავიზო რეგულაცია
  • სამ დღიანი
  • სასტუმროები
  • სატესტო
  • საქართველო
  • საქართველოს შესახებ
  • სედანი
  • ტრანსპორტი
  • ტრანსპორტირება
  • ტურები
  • ტურის დაჯავშნა
  • ტურისტებისთვის
  • ტურისტული რუკა
  • შოპინგი (მაღაზიები)
  • ცხელი ხაზი
  • ხედვა
  • ჯიპი

Tag Cloud


ertdgiani jipturi ert dgiani turi jip turebi jip turi jipturi jipturi tushetshi sam dgiani turi satavgadasavlo turi saxelmwifo nakrdzali turebi turebi saqartveloshi turi atenis xeobashi turi imeretshi turi rachashi turi svanetshi turi yazbegshi Vashlovani Nature Reserve ალგეთის ეროვნული პარკი ანანურის კომპლექსი ბოდორნას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გერგეტის სამება დუშეთი ელიას მთა ერთ დღიანი ტური გერგეტის სამება ვაშლოვანის ნაკრძალი კულტურულ შემეცნებითი ტურები ლაშქრობა პანტიშარა სათავგადასავლო - ჯიპ ტური სათავგადასავლო ტურები სათავგადასავლო ტური სათაფლია სალაშქრო ტური სამცხე ჯავახეთი ტურები ტური თუშეთში ტური ყაზბეგში ყინწვისის მონასტერი შავი და თეთრი არაგვის შესართავი შემეცნებითი ტურები შემეცნებითი ტური ძამას ხეობა ხორნაბუჯის ციხე ჯიპტური ჯიპ ტური

Categories


  • აგრო ტური
  • ახალი ამბები
  • გალერია
  • განვლილი ღონისძიებები
  • გარანტირებული ტურები
  • გრძელი ტურები
  • ეკოლოგიური ტური
  • ექსტრემალური ტური
  • ზამთრის ტურები
  • კემპინგის ტურები
  • კულტურული ტური
  • მოკლე ტური
    • მოკლე ტური
  • საექსკურსიო ტურები
  • საზაფხულო ტურები
  • სათავგადასავლო ტურები
  • სამედიცინო და სამკურნალო ტურები
  • სლაიდები
  • ტურები საზღვარგარეთ
  • ტურები საქართველოში
  • ყველა
    • სალაშქრო ტურები
  • ჯიპ ტურები

Copyright © 2015-2018 Effect Tour Georgia
Designed and Developed by #WebDev

  • Facebook
  • Youtube
  • Twitter
  • Google+
  • VKontakte
  • Instagram
  • WhatsApp
×